პროექტის აღწერა
პროექტის სახელწოდება: იყავი მსოფლიო მოქალაქე შეაჩერე გლობალური დათბობა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გარემოზე კვლევა-ძიების თანმიმდევრულად ჩატარების ყველა ნაბიჯის შესწავლა და იმის დადგენა, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ და რა
ღონისძიებები შეიძლება გაატარონ მსოფლოს მოქალაქეებმა გლობალური დათბობის მავნე
ზეგავლენის აღმოსაფხვრელად.
პროექტის აქტუალობა: უშუალოდ დანახვა იმ პრობლემისა, გლობალური დათბობა იწვევს (მოსწავლეები პირდაპირ დაინახავენ იმ საშიშროებას, რაც მათ და ზოგადად ცოცხალ სამყაროს ემუქრება), შესაბამისი ღონისძიებების პრაქტიკაში გატარება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის სუფთა გარემოში ცხოვრება; დაადგინონ რა იწვევს
გლობალურ დათბობას და ღონისძიებებითაა შესაძლებელი ამ რისკების შემცირება
მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო და ვიდეო მასალები; საინფორმაციო ბუკლეტები; გამაფრთხილებელი პლაკატები; გამოფენები; საკლასო ოთახის, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან მიმდებარე პარკის დასუფთავების აქცია; ბლოგისა და ვებ-საიტის შექმნა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, თაბახისა და ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ინტერნეტში მოძიებული მასალები, სკოლის ბიბლიოთეკა, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი კლასს ყოფს 5 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას. I
ჯგუფს ევალება თემასთან დაკავშირებით გადაიღოს ან/და შეაგროვოს ფოტო-ვიდეო მასალა, (სკოლის შენობაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი სახლის ეზოში, კორპუსის ეზოსა და სადარბაზოში, ქალაქის ქუჩებში, სადაც მათ უხდებათ გადაადგილება ) IIჯგუფმა უნდა დაამზადოს სიინფორმაციო ბუკლეტები, შექმნას გამაფრთხილებელი პლაკატები და გააკრას თვალსაჩინო ადგილებზე; III ჯგუფს ევალება მოაგროვოს მოსწავლეთა ნახატები, ფოტოსურათები და მოაწყოს გამოფენა (სკოლის საგამოფენო სივრცეში); IV ჯგუფი აწყობს სკოლის, კლასის ან წინასწარ შერჩეული თემის არეშდი აქციას დაიცავი გარემო და შეაჩერე
გლობალური; V ჯგუფი ქმნის ბლოგს, ვებ-საიტს.
მოსწავლეები ატვირთავენ და გამოაქვეყნებენ თავიანთი დაკვირვების შედეგად დაგროვებულ ინფორმაციას. (ფოტოსურათებსა და ვიდეომასალას, სლაიდებს, პროექტის მსვლელობის ამსახველ ფაქტებს). პროექტის პრეზენტაცია- პრეზენტატორი მოსწავლე გააკეთებს პროექტის პრეზენტაციას პროექტორის გამოყენებით.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება; ხელოვნება- ნახატების შექმნით შემოქმედებითობისა და ფანტაზიის უნარის განვითარება; ქართული- საკომუნიკაციო (ვერბალური) უნარის განვითარება, პრობლემატური საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, სხვადასხვა ტექსტის შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): სოფიო რობაქიძე
No comments:
Post a Comment